Margins
Margins
Sign in
Margins
Subscribe to our newsletter
548 Market St PMB 65688, San Francisco California 94104-5401 USA
hello@margins.app
·
+1 (650) 223-5283
Privacy Policy
·
Terms of Use
© 2026 Paratext Inc. All rights reserved
იროელთა ქრონიკები
იროელთა ქრონიკები
Series · 7 books · 2007-2021
By
Natalie Davitashvili
Books in series
#1
ამბავი ლილე იროელისა
2007
როცა სამყაროს ხიფათი ემუქრება, ქვეყნიერებას გმირი უნდა მოევლინოს. შეძლებენ თუ არა ღვთისშვილები წინ აღუდგნენ სამსალას მზაკვრულ გეგმას? ვინ არის ის, ვისაც ერთადერთს ძალუძს გაარღვიოს ქვესკნელის შავი ბურუსი და დაამსხვრიოს ბალღამის თასი? შეაბიჯე ქართული მითოლოგიური სახეების ამ საოცარ ხეივანში, რომელიც მწერლის დიდი ოსტატობისა და ფაქტობრივი ცოდნის წყალობით გაცოცხლებულა შენ წინაშე. ეს შენი ქვეყანაა – აღმოაჩინე ის ხელახლა!
#2
როცა ფრთოსანი ლომები დაბრუნდებიან
2010
სად მოიყვანა საიდუმლო კარმა ლილე იროელი, გმირი, რომელიც მუდამ იქაა, სადაც სამყაროს ხიფათი ემუქრება? გადაშალე ეს საოცარი წიგნი, გაიგე შერისხულ მგლისთავიანთა ამბავი, ჩასწვდი სველთვალებიანი ნიღბის საიდუმლოს და მონაწილეობა მიიღე არნახულ ომში, სადაც ადამიანები, ცხოველები და ხეები გვერდიგვერდ იბრძვიან. ყველაფერი შეიძლება შეიცვალოს, თუკი ის ერთადერთი წამი დადგება, როცა ფრთოსანი ლომები დაბრუნდებიან.
#3
ნისლებში და ნისლებს მიღმა
2011
როცა ცა და დედამიწა გაყრილები არიან, გზა არ გზობს და კაცთა მოდგმა მტერსაც კი აღარ მიაჩნია მეტოქედ, სამყაროს უკანასკნელ იმედად მთებში ჩაკარგული პატარა სოფელი, უტეხი სულის მოხუცი მუსიკოსი და გულადი ბიჭი დარჩენია – ნისლებშიც და ნისლებს მიღმაც მხოლოდ რჩეულთ უწერიათ ადამიანთა გადარჩენაზე ზრუნვა.
#4
ოთხი მხარე და ოთხი სვეტი
2012
\`ოთხი მხარე და ოთხი სვეტი~ ნატო დავითაშვილის წინა წიგნების \`ამბავი ლილე იროელისა~ და \`როცა ფრთოსანი ლომები დაბრუნდებიან~ ერთგვარ გაგრძელებას წარმოადგენს. \- რატომ ვერ ხედავენ ერთმანეთის ნამდვილ სახეს ზაარის მხარის მკვიდრი რკინისსახიანები და უსახურები? \- რატომაა საშიში მოტირალი დების უმშვენიერესი, გონებისწამღები ცეკვა? \- ვის უხმობენ უხილავი, უძლიერესი მჭედელი ბერები? ლილე იროელი, რომელიც ამ სამყაროში ყოვლისმხილველი ილუმელის სახითაა მოვლენილი, კვლავაც ერთადერთია, ვისაც ძალუძს აქაურობის საიდუმლოს ჩასწვდეს და ერთმანეთს სამკვდრო-სასიციცხლოდ გადაკიდებულ მხარეებს შორის უწინდელი ჰარმონია აღადგინოს. გასაოცარი სახეები, უჩვეულოდ საინტერესო ამბები, დაძაბული თხრობა \_ განიცადე ახალი თავგადასავალი უცნობ სამყაროში ნაცნობ გმირთან ერთად!
#5
ლურჯი სუფრის მოცეკვავე
2013
რა ხდება სამყაროში, სადაც დედოფალი საკუთარი ნებით ლტოლვილი ხდება, სადაც ზღვის ენაზე მოლაპარაკე ხალხს მიწაზე ცხოვრების უფლება არ აქვს, ხოლო დრაკონთა ბრწყინვალე მოდგმას გადაშენება ემუქრება? თვით სტიქიონებიც კი - ძლევამოსილი ნუმიელები - განზე გამდგარან. სამყარო შესაკავშირებელია, ნიშანი დათქმულია - მოვა ის, ვინც წყალში ცეცხლს დაანთებს. მაგრამ ვინ ამოიცნობს მას? მომავლის განსაჭვრეტად ლურჯი სუფრის მოხატვა მხოლოდ რჩეულთ შეუძლიათ, მაგრამ რომელია ნამდვილი ლურჯი სუფრის მოცეკვავე და რომელი ცრუ? მიენდე ამ წიგნის გვერდებს, რომლებიც ხან რომელ მხარეში გადაგისვრიან და ხან- რომელში. იმოგზაურე დრაკონის ზურგზე ამხედრებულმა, ნახემ როგორ შეუძლია პატარა გოგონას ყველაზე ძლიერ არსებათა შთამომავლობის მფარველობა, დაესწარი გასაოცარ ომს ფიგნებთან, რომლებიც განსაკუთრებული საკვების გარეშე გამჭვირვალეები, ხანაც კი სრულიად უხილავნი ხდებიან. ეს თვალუწვდენელი სამყაროა, აქ წესრიგია აღსადგენი და ის შენ გელოდება უცნობ ადგილებთან და ნაცნობ გმირებთან ერთად.
#6
აიას გზა
2015
"აიას გზაში" თქვენ კვლავ შეხვდებით ლეგენდარულ ლილე იროელს, მის ქალიშვილს, რუფიას, თუთას, თეკლას დალებს და ლილეს წინა წიგნებიდან თქვენთვის კარგად ნაცნობ პერსონაჟებს. და, რაც მთავარია, შეიტყობთ დიდი ხნის წინ ბოროტი ძალების მიერ ლეთარგიული ძილით დაძინებული კაისას ბედს.
#7
გრძელი ამბავი ნისლთა მოსვლისა
2021
„გრძელი ამბავი ნისლთა მოსვლისა“ ნ. დავითაშვილის „იროელთა ქრონიკების“ ბოლო წიგნიცაა და პირველიც.როგორც ქრონიკების მე-7 წიგნი,ეს ბოლოა და ამით სრულდება დიდი თავგადასავალი.თუმცა „ნისლთა მოსვლა“ ყველაფრის დასაწყისიცაა,ჯადოსნური გასაღები,რომლითაც ექვსი სხვა კარი იღება.„ამბავი ლილე იროელისა“,„როცა ფრთოსანი ლომები დაბრუნდებიან“,„აიას გზა“,„ლურჯი სუფრის მოცეკვავე“,„ოთხი მხარე და ოთხი სვეტი“,„ნისლებში და ნისლებს მიღმა“ - 6 წიგნი და 6სამყარო, რომელთა დასაწყისიც და დასასრულიც ახლა ხელში გიჭირავთ.
Author
Natalie Davitashvili
Author · 9 books