
ბრეცი-კუკნე, ჩხირებისგან გაკეთებული თოჯინაა, კაკლის ხეზე ცხოვრობს, ხის ქვეშ; იის ყვავილში კი პაწაწინა ფერია ფოთლაკაბა ცხოვრობს. ბრეცი-კუკნე ყოველ ღამე ახალ-ახალ ზღაპარს უყვება იის გოგონას. "ზღაპრები გონების მზეა, სინათლეა, რწმენის სათავეა, ზღაპარმოსმენილნი ცოტა სხვანაირები არიან, უყვართ ოცნება, სწამთ სიკეთე, ერთგულება, სიყვარული... "ერთხელ ერთ კაცზე ზღაპრის შეთხზვა გადავწყვიტე. სათქმელს ვერა და ვერ მოვაბი თავი, სანამ ცხოვრებაში მისი მსგავსი არ მოვძებნე. ამიტომ, რასაც მოვყვები, მის სიმართლეში ეჭვი არ შეგეპაროს. "ვინც ტყუილი თქვასო, ენა დაებასო", - ამბობს ბრეცი-კუკნე და იწყებს ზღაპრის მოყოლას... ჩემო მეგობრები, მოდით, ჩვენც მოვუსმინოთ, შევიტყოთ, რა არის მის მონათხრობში მართალი და რა არის გამოგონილი. ავტორი