
"გულმა ვერ მომითმინა და თავიდან ბოლომდე წავიკითხე ლიკანის ჩანაწერები; კი არ წავიკითხე, დავიტანჯე. თვალები მეტკინა. საკუთარ ხელს ვერ არჩევდეს კაცი, არ გამიგია... არავინ არ თქვას, ტოლსტოის ჩათვლით, მხოლოდ ჩემთვის ვწერ დღურებსო; სრულებითაც არ მაინტერესებს როგორი გამოვჩნდები სიკვდილის შემდეგ შთამომავლობის თვალშიო. ხოდა, მომავალში, თუკი ვინმეს ჩემი უკეთ გაცნობა მოუნდება, კეთილი ინებოს და, ცოტა შეწუხდეს კიდეც, მით უფრო რომ, ნებისმიერი ტექსტის ამოკითხვა და გაშიფვრა ერთ სიამოვნებად ღირს, თუკი ამის გემოც იცი და ფასიც" - ოთარ ჭილაძე ... ეს წიგნი ოთარ ჭილაძის კიდევ ერთი განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ნაწარმოებია, რამდენადაც უაღრესად ავტობიუგრაფიული ხასიათისაა, მისი პირადი ცხოვრების ანარეკლს წარმოადგენს, ამასთანავე თითქოს მისი შემოქმედების ერთგვარი ამალგამაცაა, მისი სრულყოფილების შემჩნევასა და აღქმას რომ უწყობს ხელს... - თამაზ ჭილაძე