
წინამდებარე წიგნში წარმოდგენილია ფილოლოგ შორენა-შუშანიკ თეთრუაშვილის ჩანაწერები, რომელთაც მზის სინათლე ავტორის გარდაცვალებიდან 2 წლის შემდეგ იხილეს. მკითხველი, ჩანაწერების კვალდავალ, ეცნობა საინტერესო ადამიანის - ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლის - ცხოვრებას, მის სულიერ სამყაროს, ფერისცვალებას პიროვნული სრულქმნის გზაზე, რაც ლიტერატურისა და რელიგიის შუქჩრდილებში ცხადდება. წიგნი საუკეთესო მეგზურია ყველა იმ ადამიანისთვის, ვინც ქაოსურ სამყაროში ეძებს საკუთარ თავს და ცდილობს, გახდეს პიროვნულადდ სრულქმნილი, თავისუფალი ადამიანი...