
ფილოსოფოსები საუკუნეების განმავლობაში.ხვეწდნენ „გასვლისა და დაკვირვების” გზებს. ამიტომ, ყველაზე მეტი გამოცდილება კრიტიკული.აზროვნების შესახებ ფილოსოფიურ ტექსტებშია დაგროვილი. ასეთი კრიტიკული აზროვნება, როგორც უნარი.და მეთოდი, წარმატების საწინდარია თანამედროვე სამყაროს.ნებისმიერ სფეროში: ბიზნესში, მეცნიერებაში, ხელოვნებასა.თუ პოლიტიკაში. ეს წიგნი მარტო კრიტიკული აზროვნების წესების პრეზენტაცია კი.არ არის, არამედ ფორმაც, თუ როგორ უნდა ისწავლებოდეს.ფილოსოფია 21-ე საუკუნეში: როგორც კრიტიკული აზროვნების.გამოცდილება და ამ გამოცდილების ისტორია. წიგნის ორგანული ნაწილია ილუსტრაციები, რომლებიც, ზოგიერთ შემთხვევაში, დამატებით ინფორმაციას აწვდიან მკითხველს და მას საკუთარი კრიტიკული აზროვნების გამოცდისკენ უბიძგებენ. დღეს მხოლოდ ფილოსოფოსები როდი ხედავენ კრიტიკული აზროვნების მნიშვნელობას: იმ სოციალური გარსიდან, რომელშიც ვცხოვრობთ, გარეთ გასვლა და გარედან დაკვირვება ხანდახან სასიცოცხლო აუცილებლობაც კია. წიგნი გაფორმებულია ოთარ ყარალაშვილის შესანიშნავი ილუსტრაციებით.