
კოკა ქამუშაძის მეორე რომანი „სონატა სიმებიანი კვარტეტისთვის“ „ვეფხისტყაოსნის“ უკუწერის პოსტმოდერნისტული მცდელობაა. აქ ყველაფერია, რაც პირველწყაროში მკითხველს იზიდავს – დიდი სიყვარული, ერთგული მეგობრობა, თავდადებული ბრძოლა და უჩვეულო თავგადასავალი. თუმცა, რამდენად შესაძლებელია თანამედროვე ადამიანი მიუწვდომელ მაგალითად დარჩეს? უყვარდეს, მაგრამ არ უღალატოს; ემეგობროს, მაგრამ არ აწყენინოს; გასცეს, მაგრამ არ წაართვას. კოკა ქამუშაძე ამ კითხვებზე პასუხების საძებნელად მკითხველს პერსონაჟებთან ერთად ფანტასტიკურ სამყაროში ამოგზაურებს.