
ამ წიგნის ისტორია ათას შვიდასი წლის წინ დაიწყო, როდესაც,,პანჩატანტრა'' (,,ხუთი რვეული'' ) გაჩნდა ინდოეთში. იგი ჯერ ირანელებმა თარგმნეს, ირანულიდან კი არაბებმა გადაიღეს.გზადაგზა მასში მრავალი ახალი იგავი შევიდა, წიგნს პირველი ორი კარის მიხედვით დაერქვა სახელიც :,,ქილილა და დამანა'' ცნობილი ქართველი ირანისტის, მაგალი თოდუას მიერ თანამედროვე მკითხველისათვის გასაგებ ენაზე მოთხრობილი,,ქილილა და დამანა'' ქართლის მეფე ვახტანგ VI - ის მიერ XVII საუკუნეში შესრულებული თარგმანის ხელახალი რედაქციაა.