
ნერდი ფილის თავგადასავალი გრძელდება! ხომ იცით, როგორ მიზანდასახული და შეუპოვარია, თანაც ყველაფერი აინტერესებს... ისიც იცით, რომ უყვარს მათემატიკა, წიგნებისა და კომიქსების კითხვა, ასევე გატაცებულია სამეცნიერო ფანტასტიკის ჟანრის სერიალებით; სპორტსაც მისდევს, მაგრამ წაგებას ვერ ეგუება. მოკლედ, ნამდვილი ნერდია!და როგორ წარმოგიდგენიათ, რას გააკეთებს ფილი მაშინ, თუ მის საყვარელ გმირებს საფრთხე დაემუქრება? ამჯერად ფილი გამოწვევის წინაშეა - გადაარჩინოს საყვარელი გმირები! ეყოფათ ძალა მას და მის მეგობრებს? და რაც მთავარია, ფილმა უნდა უპასუხოს უმნიშვნელოვანეს კითხვას არსებობენ კი სუპერგმირები?