ისევე როგორც მადათოვის წინა რომანებში, მკითხველი აქაც მრავალ ისტორიულ, თუ მწერლის ფანტაზიით შექმნილ პერსონაჟს შეხვდება და წარსულის სურათებსაც გაიხსენებს, მაგრამ წინა წიგნებისგან განსხვავებით, ეს რომანი ორი ნაწილისგან შედგება. რომანის მეორე ნაწილში მწერალი ახალ რეალობას ქმნის, რომლის ფინალშიც მკითხველი ხვდება, რომ მადათოვის ოცდაათწლიანი ისტორია სინამდვილეში ვირტუალური რეალობა, ოცდამეერთე საუკუნეში შექმნილი კომპიუტერული თამაში "მეჯიქ პოლისი" ყოფილა.