"ქართველების ექვსი ვნება" – ეს გახლავთ თანამედროვე საქართველოს ისტორიის ლიტერატურული დოკუმენტი, ერთგვარი სარკე, რომელშიც ასახულია ეპოქის ფოტოსურათი. წიგნი გადმოგვცემს ჩვენთვის დამახასიათებელ და ამავე დროს, დამანგრეველ ექვს ვნებას: რელიგიური "მართლობა" და ყოვლისმცოდნეობა; პოლიტიკანობა და საბჭოური ნოსტალგია; კლანურობა და ელიტარიზმი; ნარკომანია და ალკოჰოლიზმი; ძალადობა და კრიმინალისადმი მოწიწება; მამაკაცი, ქალი და ფარისევლობა. სიუჟეტი ვითარდება სახელმწიფო მიქარიაში, რომელიც დასახლებულია მიქარიელებით.,,სიტყვა "მიქარიელი" ორი ნაწილისგან შედგება – "მიქ" – მოზეიმე იდიოტიზმის ქვეყანა და "არიელი" – რაც მოქალაქეთა უმაღლესი, "არიული" რასისადმი კუთვნილებაზე მიანიშნებს. შინაარსის მიხედვით, ნაწარმოებს შეიძლება "ქართულ მანკიერებათა ენციკლოპედიაც" ვუწოდოთ.