
`ოთხი მხარე და ოთხი სვეტი~ ნატო დავითაშვილის წინა წიგნების `ამბავი ლილე იროელისა~ და `როცა ფრთოსანი ლომები დაბრუნდებიან~ ერთგვარ გაგრძელებას წარმოადგენს. - რატომ ვერ ხედავენ ერთმანეთის ნამდვილ სახეს ზაარის მხარის მკვიდრი რკინისსახიანები და უსახურები? - რატომაა საშიში მოტირალი დების უმშვენიერესი, გონებისწამღები ცეკვა? - ვის უხმობენ უხილავი, უძლიერესი მჭედელი ბერები? ლილე იროელი, რომელიც ამ სამყაროში ყოვლისმხილველი ილუმელის სახითაა მოვლენილი, კვლავაც ერთადერთია, ვისაც ძალუძს აქაურობის საიდუმლოს ჩასწვდეს და ერთმანეთს სამკვდრო-სასიციცხლოდ გადაკიდებულ მხარეებს შორის უწინდელი ჰარმონია აღადგინოს. გასაოცარი სახეები, უჩვეულოდ საინტერესო ამბები, დაძაბული თხრობა _ განიცადე ახალი თავგადასავალი უცნობ სამყაროში ნაცნობ გმირთან ერთად!