
გორა მბორგალი: რომანი წვართანი, ყოფნათა, აღსრულებათა და მიქცევათათვის. მწერალი და საზოგადო მოღვაწე ჭაბუა ამირეჯიბი მოთხრობების, რამდენიმე კრებულის, მრავალი კრიტიკულ-პუბლიცისტური სტატიის, სხვადასხვა ჟანრის კინოსცენარისა და რომანების ავტორია. მისი ნაწარმოებები მსოფლიოს ოცდაცხრა ენაზეა თარგმნილი; რომანი მოგვითხრობს იაგორ კარგარეთელის, იგივე გორა მბორგალის თავგადასავალს, რომელიც იმჟამინდელმა წყობამ მონათლა ეგრეთ წოდებულ "ხალხის მტრად". თავისუფლების მოსაპოვებლად იგი რამდენჯერმე გარბის საბჭოური ბანაკებიდან. რომანი იმითაც არის საინტერესო, რომ მასში ძალიან ბევრი რეალური ამბავი და პიროვნებაა. თავსიტყვა რევაზ თვარაძისა ბოლოსიტყვა დავით თევზაძისა რედაქტორი: თამარ ჯავახიშვილი