
წიგნი XIX საუკუნის საქართველოს საზოგადოებრივ-პოლიტიკური და კულტურული ცხოვრების ამსახველი რომანი-ქრონიკაა. მისი მთავარი გმირია ალექსანდრე ჭავჭავაძის ასული ეკატერინე. წიგნში თანმიმდევრულად არის ნაჩვენები ეკატერინესა და ტატოს უიღბლო სიყვარული, ეკატერინეს დაქორწინება სამეგრელოს უკანასკნელ მთავარ დავით დადიანზე, მისი ცხოვრება სამეგრელოში, პეტერბურგსა და პარიზში.