
პერსონაჟების ცხოვრებისა და ხასიათის, პერსონალური და სოციალური ასპარეზის წარმოჩენა ტექსტებში - ეს არის ის, რაც გამოარჩევს საფო მგელაძის ხმას ქართულ ლიტერატურაში. კრებულში შესულია საფო მგელაძის სამი რომანი: „ლიანა ლორდია,“ „გზადაგზა“ და „ქარიშხლის ფრთებზე“. „საფო მგელაძეს დაახლოებით ერთი საუკუნე გვაშორებს, ერთი საუკუნე და ბევრი ქარტეხილი, რომელიც ამ ხნის განმავლობაში ქალებმა თანასწორობისთვის და თავისუფლებისთვის ბრძოლაში გამოვიარეთ. ამ ქარტეხილებში მისი სახელი და სახე თითქოს დავიწყებას მიეცა და დღეს საფო თავიდან გვყავს აღმოსაჩენი, როგორც საეტაპო მნიშვნელობის ავტორი, რომელმაც სრულიად არაჩვეულებრივი მემკვიდრეობა დაგვიტოვა, განსაკუთრებით - ქალებს”, - მწერალი, სალომე ბენიძე.