გლდანი-დროში გაყინული საბჭოთა ურბანული ექსპერიმენტი-ამ წიგნში უჩვეულო ადგილად იქცევა, სადაც ლანა, მარტოხელა დედა, ერთადერთ შვილს აჩენს და ყველასგან განცალკევებით ზრდის. მასზე არავინ არაფერი იცის დანამდვილებით, თუმცა, არაერთ დაუჯერებელ ამბავს მიაწერენ. ვინ არის ლანა? რატომ ცხოვრობს გლდანში? იმალება თუ არა ამ უბნის გეტოსებურ ყოველდღიურობაში რაღაც უფრო მეტი, ვიდრე ჩვენ გვგონია? გურამ მაცხონაშვილის სადებიუტო რომანში ზღვარი რეალურსა და ირეალურს შორის პირობითია, სად მთავრდება პერსონაჟების მდიდარი ფანტაზიით ნაკვები გამონაგონი და სად იწყება სიმართლე, რთული სათქმელია. სტილისტური თამაშებით, შავი იუმორითა და მრავალფეროვნებით დატვირთული რომანი მკითხველს ბევრ სიურპირიზს უმზადებს.