კარაპეტ გრიგორიანცი (1866-1943) ფიროსმანის თანამედროვე თბილისელი თვითნასწავლი მხატვარია, რომელიც წიგნებსაც წერდა და თარგმნიდა. მისი შემოქმედება მივიწყებულია. „ძველი თბილისის იშვიათი ამბები“ სრულად პირველად გამოიცა. წიგნში ასევე პირველადაა თავმოყრილი კარაპეტ გრიგორიანცის დღეისათვის ცნობილი ყველა ნახატი.