აკაკი გელოვანის წიგნი,,მარად ცოცხალი ხელოვნება" მოგვითხრობს სახვითი ხელოვნების კორიფეებზე. მკითხველის თვალწინ აღიმართებიან ანტიკური საბერძნეთის, შუა საუკუნეებისა და ახალი დროის უდიდეს ხელოვანთა ნათელი სახეები: ფიდიასი, პრაქსიტელი, ბოტიჩელი, ლეონარდო და ვინჩი, მიქელანჯელო, რაფაელი, ტიციანი, რუბენსი, ჰოლბაინი, ვან-დეიკი, ველასკესი, რემბრანდტი, გოია, დავიდი, დელაკრუა და სხვა.