
რომანი "თბილისს ვტოვებ ალიონზე" თანამედროვე ქართული რომანის მოყვარულთა რამდენიმე თაობამ, თითქმის ზეპირად იცის. ეს რომანი 1992 წელს გამოიცა და სამ თვეში 35 ათასიანი ტირაჟით გაიყიდა. 80-იანი წლების თბილისური სამეგობრო, სიყვარული, მეგობრობა, ახალგაზრდული მისწრაფებები, შეცდომები და გამარჯვებები - ამ თემებს ეხება ავტორი რომანში, რომელიც სავსეა ნამდვილი თბილისური იუმორით.