ნამწყემსარის მოგონებანი — ალექსანდრე ყაზბეგის ავტობიოგრაფიული მოთხრობა. პირველად დაიბეჭდა "დროების" ფურცლებზე 1882–1883 წლებში(ნ. 268, 1882 წ. ნ 3,15,17,29,31), შემდეგ კი 1892 წელს, თხზულებანში. ნამწყემსარის მოგონებანი ავტობიოგრაფიული თხზულებაა. ეხება ალექსანდრე ყაზბეგის მწყემსობის პერიოდს. მოთხრობაში დასახელებული პირები ზოგ შემთხვევაში ავტორის ახლობლები არიან.