
წიგნი “ქალები ომის დროს და ომის შემდეგ” შეეხება ფემინისტურ პერსპექტივებს ომზე, მილიტარიზმსა და პატრიარქატზე. წიგნის პირველ ნაწილში ნარგიზა არჯევანიძე მიმოიხილავს იმ ცენტრალურ პრობლემებს, რომელთა არტიკულირება და დამუშავებაც ომისა და იძულებით გადაადგილების ფემინისტური პერსპექტივიდან ანალიზით, მათ გენდერიზებულ ბუნებაზე ყურადღების მიპყრობის შედეგად გახდა შესაძლებელი. წიგნის მეორე ნაწილში ნათია ჭანკვეტაძე და ელიკო ბენდელიანი წარმოგვიდგენენ თავიანთი მასშტაბური ემპირიული კვლევის შედეგებს, რომელიც ეხებოდა საქართველოში სხვადასხვა ტალღის იძულებით გადაადგილებული ქალების ყოფას, თვითგააზრებას, გადარჩენისა და ადაპტაციის სტრატეგიებს და ბევრ სხვა საკითხს.