"წუთით კოსმოსში" - რომანის პერსონაჟები ჯერ კიდევ შორეულ ბავშვობაში იცნობდნენ ერთმანეთს, მერე მათი გზები გაიყარა და თითოეულს საკმაოდ მძიმე ცხოვრება არგუნა ბედმა. ოცნებები და მიზნები დროსთან ერთად, ეპოქის შესატყვისად იცვლებიან. მთვარეზე გაფრენაა ნაწარმოების მთავარი გმირების- ლალუნასა და ჰალეის-ბავშვობის დროინდელი სურვილი, რომელიც მშობლებისაგან ესტაფეტად გადმოეცათ. მაგრამ კოსმოსისაკენ მიმავალი გზა დიდი საიდუმლოებებით, ხიფათებითა და დაბრკოლებებითაა სავსე. როგორ გაუმკლავდება შეყვარებული წყვილი ამ დაბრკოლებებს? რა არის ის, რის წყალობითაც მთვარეზე გაფრენაც კი შესაძლებელი ხდება?