"სვანეთის თეთრი ქუდი" ფართო ისტორიული ტილოა, რომელშიც მწერალმა ასახა საქართველოს მთიანეთის ერთ-ერთი ლამაზი კუთხის მამაც შვილთა ბრძოლა თავისუფლებისათვის.ხალდეს აჯანყება ერთ-ერთი ეპიზოდი იყო იმ ეროვნულ-განმათავისუფლებელი და სოციალური ბრძოლისა, რასაც ხალხები ეწეოდნენ მეფის თვითმპყრობელობისა და ადგილობრივი მებატონეების უღლისაგან თავის დასაღწევად.ხალდეს ტრაგესიის ამსახველი რომანის გარდა წიგნში შესულია მოთხრობები.მათში ასახულ ამბავთა და სიუჟეტების სხვადასხვაობის მიუხედავად, ყველა ნაწარმოებს აერთიანებს ერთი მთავარი იდეა - სხივოსანი მომავლისათვის შეუპოვარი ბრძოლა.