
ძველი ტფილისი! ბავშვობიდანვე მიყვარდა იგი. მზიური ნისლით დაბურული ნარიყალის ციხის ისტორიული ნაშთი ღრმა საიდუმლოებასავით იყო ჩემს წინაშე ამართული. ჩემი პოეტური ფანტაზია და ოცნების წმინდა სიხარული მხოლოდ ლექსის ლერწმებში დავაპატიმრე. დიდი ხანია მინდოდა გულის მურაზის შესრულება: ძველი ტფილისის რაობის ისტორიულად შესწავლა.