
ახალი საუკუნის საზღვარზე დაბადებულს, შემდგომში დეზორიენტირებულს, ზეპოლიტიკურსა და ორიოდ საიდუმლო განდობილს 2023 წლის დასაწყისში, ერთი უცნაური და განსაკუთრებული სიზმარი მეწვია. სწორედ ჩვენების განვრცობა/მოკვლევაა წიგნის პირველი ნაწილი, რაშიც არაერთი ნივთიერება მეხმარებოდა. ღირს კი იმის აღნიშვნა, რომ ეს სულები ნამდვილად ვნახე, და რომ ყველაფერი ჩემი დაზიანებული გონების ნაყოფია? წიგნის სამბუნებოვნებამ, თითოეული ნაწილი შვიდთქმად აქცია, ხოლო რამაც კი მათი შინაგანი კორპუსი და ენა განსაზღვრა, აქ წინამძღვრებადაა გამოტანილი. ისინი ჩემი უჩინარი თანამგზავრები იყვნენ.