ნაწარმოების სიუჟეტი 11 წლის გოგონას, ინას შესახებ მოგვითხრობს, რომლის კლასელები ზაფხულის არდადეგებს საზღვარგარეთ ატარებენ. ინასაც უნდა, არ ჩამორჩეს თანაკლასელებს, ამიტომ ამბობს: სამხრეთით მივდივარო. თუმცა, „სამხრეთი“ ხომ არცერთ ქვეყანას არ ჰქვია! ინას ახალი კლასელი, ვილმერი, კარგად ხვდება, რატომაც მბობს გოგო, სამხრეთით მივდივარო, ამიტომ ცდილობს, დაუახლოვდეს მას და ერთად წავიდნენ იქ... სამხრეთში...