რა ხდება სამყაროში, სადაც დედოფალი საკუთარი ნებით ლტოლვილი ხდება, სადაც ზღვის ენაზე მოლაპარაკე ხალხს მიწაზე ცხოვრების უფლება არ აქვს, ხოლო დრაკონთა ბრწყინვალე მოდგმას გადაშენება ემუქრება? თვით სტიქიონებიც კი - ძლევამოსილი ნუმიელები - განზე გამდგარან. სამყარო შესაკავშირებელია, ნიშანი დათქმულია - მოვა ის, ვინც წყალში ცეცხლს დაანთებს. მაგრამ ვინ ამოიცნობს მას? მომავლის განსაჭვრეტად ლურჯი სუფრის მოხატვა მხოლოდ რჩეულთ შეუძლიათ, მაგრამ რომელია ნამდვილი ლურჯი სუფრის მოცეკვავე და რომელი ცრუ? მიენდე ამ წიგნის გვერდებს, რომლებიც ხან რომელ მხარეში გადაგისვრიან და ხან- რომელში. იმოგზაურე დრაკონის ზურგზე ამხედრებულმა, ნახემ როგორ შეუძლია პატარა გოგონას ყველაზე ძლიერ არსებათა შთამომავლობის მფარველობა, დაესწარი გასაოცარ ომს ფიგნებთან, რომლებიც განსაკუთრებული საკვების გარეშე გამჭვირვალეები, ხანაც კი სრულიად უხილავნი ხდებიან. ეს თვალუწვდენელი სამყაროა, აქ წესრიგია აღსადგენი და ის შენ გელოდება უცნობ ადგილებთან და ნაცნობ გმირებთან ერთად.