
”მასწავლებელმა მითხრა : შენ უნდა შეიცნო რეალობა და შემდეგ ამისა შენ შეგიძლია დაივიწყო ის. მისი იდეა იყო ჯერ სიმახინჯესთან ურთიერთობა, შემდეგ სილამაზესთან. მე მივიღე მტკიცე გადაწყვეტილება, ვემსახურო ამ სიბრძნეს მთელი გულით.“ - სალვადორ დალი, 16 წლის. 1904 წლის 11 მაისს კატალონიურ ქალაქ ფიგერასში დაიბადა სალვადორ დალი, ყველაზე უცნაური კაცი დედამიწის ზურგზე. ჩვენი საუკუნე ხასიათდება გადაჭარბებული პერსონალურობით, უსირცვხილო თვითგამოხატვით და შიზოფრენიით, თუ დალის იმიჯის შესახებ ცოტა მაინც გსმენიათ რამ, მაშინ ადვილად იცნობთ ამ თვისებებს. დალი დღევანდელი სამყაროს პროტოტიპია. დალის ნამუშევრები სავსეა უცნაურობით, შიზოფრენიით და შავი იუმორით, რომელშიც ხშირად ჩვენს თავს აღვიქვამთ.