ზურა აბაშიძის მოთხრობების კრებული, „როგორ მოვკლათ ბილი ელიოტი“, ავტორის სადებიუტო წიგნია - უბრალო და სევდიანი ამბები ჩვენი ყოველდღიურობიდან, ნამდვილი ისტორიები, ყოველგვარი სიყალბისა და კეკლუცობის გარეშე. კრებულში უამრავ დასამახსოვრებელ, საოცრად ცოცხალ პერსონაჟს შორის შეხვდებით სახლიდან წასულ მამას; სასწაულმოქმედ ტყუპებს - იზას და აზას; დაბერებულ შუაღამის გოგოებს, რომლებიც ბედნიერებას ეძებენ და გამუდმებით უცრუვდებათ იმედი; ნანუცას, რომელმაც „დებილებისა და ავანტყოფებისთვის“ სკოლა გახსნა; კოჭლსა და ელამ ანრის, რომელსაც სინამდვილეში იესო ჰქვია; ლამაზ მარუსას, რომელიც ეზოში ფეხბურთს თამაშობდა და ერთ დღეს გათხოვდა; ბიჭს, რომელიც საღამოობით ჯიუტად ელოდება საყვარელ კაცს; აბაზანაში გამოკეტილ მძიმე ავადმყოფ ბილი ელიოტს; პერსონაჟებს, რომლებიც კრებულში ვერ მოხვდნენ, მაგრამ მაინც არსებობენ... ამდენი ადამიანი, მეზობელი, მეგობარი, ნათესავი, ცხოველი, ამდენი ცრემლიანი და სასაცილო ისტორია თავისებურად დაუვიწყარია და გაფიქრებინებს, რომ ეს ამბები ყველას გადახდენია ან ოდესმე აუცილებლად გადახდება.