
სარედაქციო კოლეგიისაგან 1987 წელს სრულდება 150 წლისთავი ილია ჭავჭავაძის დაბადებიდან. ამ თარიღთან დაკავშირებით გამომცემლობა "საბჭოთა საქართველო" იწყებს ილია ჭავჭავაძის თხზულებათა ხუთტომეულის გამოცემას. პირველ ორ ტომში შევა ილია ჭავჭავაძის ყველა მხატვრული თხზულება, მათ შორის ზოგი ისეთიც, რომელიც ადრულ გამოცემებში ვარიანტებად იყო მიჩნეული და დამატებებში იბეჭდებოდა. რაც შეეხება მომდევნო ტომებს, აქ შერჩევით იქნება წარმოდგენილი დიდი მწერილისა და მოაზროვნის პუბლიცისტური, ლიტერატურული თუ ფილოსოფიური ხასიათის მნიშვნელოვანი წერილები და გამოსვლები. ხუთტომეულს დაერთვის შესავალი წერილი და მოკლე მეცნიერული შენიშვნები, რომლებშიც წარმოდგენილი იქნება ტექსტების გამოცემასთან დაკავშირებული ძირითადი ცნობები. ხუთომეულის გამოცემა, რომლის პირველ ტომს მკითხველი მიიღებს 1985 წელს, უნდა დასრულდეს დიდი პოეტის საიუბილეო თარიღისათვის, 1987 წელს. ვფიქრობთ, რომ ილია ჭავჭავაძის თხზულებათა ახალი ხუთტომეულის გამოცემა კარგი საჩუქარი იქნება ქართველი მკითხველისათვის. სარედაქციო კოლეგია: გ. გვერდწითელი რ. ინანიშვილი გ. ფანჯიკიძე ი. ქემერტელიძე ს. ცაიშვილი ვ. ჯავახაძე ტომი შეადგინეს, შესავალი წერილი და შენიშვნები დაურთეს სარგის ცაიშვილმა და გურამ გვერდწითელმა რედაქტორი: ნუკრი აბესაძე მხატვარი: ზურაბ ფორჩხიძე მხატვრული რედაქტორი: დავით დუნდუა ტექნიკური რედაქტორი: ეთერ ციხელაშვილი კორექტორები: ნანა ბაზუაშვილი, გულნარა მალანია გამომშვები: მერი წივწივაძე