ევრიპიდე (ძვ.წ. 484-406) დიდ ბერძენ ტრაგიკოსთა მესამე, უმცროსი წარმომადგენელია. მისი 92 დრამიდან ჩვენამდე სრულად 17-მა ტრაგედიამ და ერთმა სატირულმა დრამამ მოაღწია. ფილოსოფიურ პრობლემებზე მსჯელობის გამო მისთვის თანამედროვეებს "ფილოსოფოსი სცენაზე" შეურქმევიათ. ევრიპიდე იყო არა მხოლოდ პოეტი, დრამატურგი, არამედ მუსიკოსიცა და მხატვარიც.