რეი ბრედბერის მოთხრობების კრებული "მთელი ზაფხული ერთ დღეში" საინტერესო და გამორჩეული წიგნია, რადგან თავად ავტორისთვის უსაყვარლეს მოთხრობებს აერთიანებს. ზოგიერთი მათგანი პირქუში და ცოტა საშიშია, ზოგი კი ლაღი და ოპტიმისტური. წიგნი სავსეა ახალი პლანეტების და სამყაროების აღმოჩენის ჟინით. უცნაური და ცოცხალი პლანეტებით, ადამიანთა უამრავი ნაკლითა დაღირსებებით, საოცარი დაუვიწყარი ზაფხულებით და ოდნავი სევდით შეზავებული, იმედიანი ამბებით.