
მისტერ ფოქსი ერთი სოლიდური, სერიოზული, ჭკვიანი და ნებისმიერი ხაფანგიდან თავის დაძვრენაში დაოსტატებული მელიაა. მისტერ ფოქსის იმედი ყოველთვის აქვს მის ოჯახს და მრავალრიცხოვან მეგობრებს. წიგნი მოგვითხრობს მელიების, კურდღლების, მაჩვებისა და ბოროტი, გაზულუქებული ფერმერების დაპირისპირების მხიარულ ისტორიას. „მატილდა“ უნიჭიერესი, პატარა გოგონას ისტორიაა. ის სულ ერთი ციცქნაა, მაგრამ უკვე სქელ წიგნებს კითხულობს და ურთულეს მათემატიკურ მოქმედებებს ზეპირად ასრულებს. ლეგენდარული ინგლისელი მწერლის, როალდ დალის ორი ნაწარმოები ერთ წიგნად.