
შვედ მწერალ ქალს - ასტრიდ ლინდგრენს - მთელი მსოფლიოს ბავშვები იცნობენ. არა ერთი და ორი თაობა გაუხარებია მის პოეტურ, ადამიანების სიყვარულითა და რწმენით გამთბარ წიგნებს. იგი ერთნაირად უყვართ დიდებსაც და პატარებსაც. - ყველა თავის შესაფერ სულიერ საზრდოს პოულობს მის ამაღლებულ ნაწარმოებებში. ამ წიგნში თქვენ წაიკითხავთ ორ ნაწარმოებს: „ბიჭუნა და სახურავის ბინადარი კარლსონი" და „პეპი გრძელიწინდა".