ოქროს კბილი — მიხეილ ჯავახიშვილის მოთხრობა. მიხეილ ჯავახიშვილის სააზროვნო სივრცეში ხშირად იჭრებიან უფერულ-უღიმღამო ცხოვრებიდან ამოზრდილი ადამიანები, რომლებიც, მხოლოდ და მხოლოდ, პიროვნული სატკივარის გათავისების წყალობით ხდებიან სახიერნი. ასეთი, ერთი შეხედვით, ერთფეროვანი ცხოვრებით ცხოვრობდა მიხეილ ჯავახიშვილის `ოქროს კბილის~ პერსონაჟიც თომა შადიშვილი. ეს საკუთარი ვნებათაღელვის ჩაცხრომის მსურველი ახალგაზრდა კაცი, ყველასგან და ყველაფრისგან გამიჯნული, თავისდა უნებურად, `სიყვარულის ცხელ მორევში~ აღმოჩნდება ჩაძირული.