Margins
მოთხრობები სიყვარულზე book cover
მოთხრობები სიყვარულზე
2020
First Published
3.93
Average Rating
302
Number of Pages

„სულაკაურის გამომცემლობა” რევაზ ინანიშვილის თემატურ კრებულებს გთავაზობთ – „მოთხრობები სიყვარულზე” და „მოთხრობები ქალებზე“. ეს გამოცემები ძვირფასი საჩუქარია როგორც მწერლის შემოქმედების მოყვარულების, ასევე ახალგაზრდა მკითხველებისთვის, რომლებიც ახლა იწყებენ რევაზ ინანიშვილის მდიდარი შემოქმედების გაცნობას. „მოთხრობები სიყვარულზე” აერთიანებს ნაწარმოებებს, რომელთა მთავარი თემაც სიყვარულია, თუმცა წიგნში ერმანეთს სევდიანი და კიდევ უფრო სევდიანი ამბები ენაცვლება და ამ თითქოს თვალით ხილულ სევდაში, უღიმღამო დღეების ფონზე, შუშის ნამსხვრევივით ბრწყინავს ოდესღაც განცდილი, ხან გამხელილი, ხანაც გაუმხელელი, მაგრამ ვერდავიწყებული სიყვარული.

Avg Rating
3.93
Number of Ratings
14
5 STARS
29%
4 STARS
36%
3 STARS
36%
2 STARS
0%
1 STARS
0%
goodreads

Author

Revaz Inanishvili
Revaz Inanishvili
Author · 6 books

რევაზ კონსტანტინეს ძე ინანიშვილი დაიბადა 1926 წლის 20 დეკემბერს, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ხაშმში, მოსამსახურის ოჯახში. მშობლიურ სოფელში ხუთი კლასი დაამთავრა. 1937 წელს ოჯახთან ერთად საცხოვრებლად გადავიდა თბილისში. საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ, მეორე მსოფლიო ომის წლებში (1943–45) მუშაობდა 31-ე ქარხანაში. შემდეგ სწავლობდა საავიაციო ტექნიკუმში, რომელიც არ დაუმთავრებია. 1947 წელს შევიდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტზე, 1949 წელს სწავლა მიატოვა დის ოჯახის სიდუხჭირის გამო და მუშაობა დაიწყო “სამგორის” არხის მშენებლობაზე. 1951 წელს კვლავ დაუბრუნდა სწავლას და 1956 წელს დაამთავრა თსუ-ის ფილოლოგიის ფაკულტეტი. 1952 წელს დაოჯახდა და ოთხი წელი ცხოვრობდა ლიტერატურული შრომით. 1960 წლიდან მუშაობა დაიწყო საბავშვო გამომცემლობა “ნაკადულში”. 1966 წელს გადავიდა კინოსტუდია "ქართული ფილმის" სასცენარო განყოფილებაში. 1985-1988 წლებში მუშაობდა მწერალთა კავშირის მდივნად. 1989 წლიდან სიცოცხლის ბოლომდე (1991) იყო ჟურნალ "დილას" რედაქტორი. პირველი მოთხრობა "სახსოვარი" გამოაქვეყნა ალმანახ "პირველ სხივში" 1950 წელს, ხოლო პირველი კრებული "პირველი მოთხრობები" – 1953 წელს. მისი ნაწარმოებები თარგმნილია რუსულ, უკრაინულ, გერმანულ, ბულგარულ, სომხურ და სხვა ენებზე. რევაზ ინანიშვილი გარდაიცვალა 1991 წელს. იგი დაკრძალულია დიდუბის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში.

548 Market St PMB 65688, San Francisco California 94104-5401 USA
© 2026 Paratext Inc. All rights reserved