
საღამოს სასიამოვნოდ დაღლილი მკრეფავები და ღვინის მწურავები სადღესასწაულო სუფრასთან სხდებიან. სანამ კაცები ღვინოს წურავდნენ, ქალები სადილს ამზადებდნენ და სუფრას შლიდნენ. მოსავლის დროს, ჩვეულებრივ, სუფრა მუდამ მდიდრულად იშლება. ისმევა სადღეგრძელოები ღვინისა და მშრომელი მარჯვენისა, სამადლობელი ღვთისა და მიწისა. სამხრეთის თბილ ღამეს, ძილისწინ, ოთახში, რომლის იატაკიც ვაშლებითაა დაფარული, გონებაში მსუბუქად ბავშვობის მოგონებები და სამშობლოს სურნელი ამომიტივტივდა. ძილღვიძილი მახსენებს იმას, თუ რამდენად ძლიერად მიყვარს ჩემი პირველი სამშობლო, მაშინ როდესაც მეორე სამშობლო ვიპოვნე.