წარმოდგენილი კრებული ფემინისტური თეორიის რამდენიმე უმნიშვნელოვანეს ტექსტს აერთიანებს, რომლებიც მე-20 საუკუნის ბოლო ორი ათწლეულის განმავლობაშია შექმნილი. ძირითადი თემებია: ჰეტეროსექსუალობის ნორმის კრიტიკა და ლესბოსური გამოცდილება; ფემინიზმისა და ქალთა უფლებებისათვის ბრძოლის მიმართება კულტურებს, რელიგიებსა და ერებს შორის არსებულ გლობალურ იერარქიებთან, ასევე, დასავლური ფემინიზმის უნივერსალურობის პრობლემატიზება; კანონის ამბივალენტური როლი ქალთა დაქვემდებარებაში; გენდერული როლებისა და იერარქიების მობილიზება ნაციონალიზმისა და მილიტარიზმის სამსახურში. ამ კრებულით მკითხველს საშუალება ეძლევა, გაეცნოს ჩამოთვლილ თემებზე ფემინისტურ თეორიაში განვითარებულ დებატებს.