
ორტომეული ტომი I სერია "ჩემი რჩეული მსოფლიო", ტომი 38 ჟურნალ "გზის" ბიბლიოთეკა ინგლისელი მწერლისა და ესეისტის, ჯორჯ ორუელის ორტომეული ქართველ მკითხველს სთავაზობს მის ყველაზე ცნობილ და პოპულარულ რომანებს – "1984" და "ცხოველების ფერმა", აგრეთვე ვრცელ დოკუმენტურ მოთხრობას ესპანეთის სამოქალაქო ომის შესახებ – "პატივი კატალონიას". ინგლისელმა მწერალმა ჯორჯ ორუელმა 1945 წელს შექმნა რომანი-იგავი "ცხოველების ფერმა", რომელიც 1917 წლის რუსეთის ბოლშევიკური რევოლუციისა და მისი შემდგომი პროცესების ალეგორიას წარმოადგენს. ეს ნაწარმოები მწერლის რევოლუციური პრინციპების გადასინჯვის შედეგი გახლდათ, რომელმაც მას ტოტალიტარული საზოგადოების თვალსაჩინო "პორტრეტის" შექმნა შთააგონა. მთარგმნელი: დათო აკრიანი რედაქტორები: ლია შარვაშიძე, ნინო დეკანოსიძე კორექტორები: ნატა ენუქიძე, ლიკა თავართქილაძე გარეკანის დიზაინი: ლაშა გიორგაძე კომპიუტერული უზრუნველყოფა: რეზო თხილიშვილი სარედაქციო ჯგუფი: ზურაბ აბაშიძე, თინათინ ასათიანი, დავით ორაგველიძე, მანანა ჯანელიძე