ორი განაჩენი — მიხეილ ჯავახიშვილის მოთხრობა. პირველად გამოქვეყნდა 1926 წელს. ნაწარმოები ფსიქოლოგიური ხასიათისაა და ადამიანის სულიერ მდგომარეობას აღწერს დანაშაულის ჩადენის დროს. მოთხრობის მთავარ გმირს ლაზარე ჩიჩილაშვილს (ბაჩილას) ტრაგიკული ბედი ეწია: ცხოვრების მღვრიე ტალღებმა გზა-კვალი აუბნია და მძიმე დანაშაული ჩაადენინა. თუმცა სასამართლომ გაამართლა, ბაჩილამ საკუთარ თავს თვითონ გამოუტანა განააჩენი.