Margins
ნაგერალა 80 book cover
ნაგერალა 80
2019
First Published
4.35
Average Rating
220
Number of Pages

გელა ჩარკვიანის ახალი წიგნი, ავტორის ცხოვრებასავით, პოლიჟანრულია: ჩანაწერების გარდა, აქ მე-20 საუკუნის 70-80-იან წლებში დაწერილ მოთხრობებსა და პიესასაც შეხვდებით, რომლებმაც ერთი ციკლის ქვეშ მოიყარა თავი: „წარსულში ჩადენილი ლიტერატურული შეცოდებანი“. როლებიც გამუდმებით იცვლება: 80-ს მიტანებული წიგნის მთავარი პერსონაჟი ხან მახვილგონიერი დამკვირვებელია, ხან ეპატაჟების მაძიებელი ახალგაზრდა, ხშირად კი სოლიდური პროფესიული გამოცდილების დიპლომატი, რომელიც აქტუალურ საზოგადოებრივ-პოლიტიკურ საკითხებზე სანდო და სიღრმისეულ ანალიზს გვთავაზობს, და ამის პარალელურად, იმავე ამპლუაში შექსპირისადმი მიძღვნილ ბრწყინვალე და ბევრისთვის დაუვიწყარ სიტყვას წარმოთქვამს შექსპირისავე სამშობლოში. „ნაგერალა 80“ უხვად საზრდოობს გელა ჩარკვიანის, როგორც მეუღლის, მამისა და ბაბუის, ცხოვრებისეული „ივენთებითა“ და შტრიხებით. ამ შემთხვევაშიც ბუნებრივად მონაცვლეობს განწყობები: სევდიან ამბავს მხიარული შემთხვევა მოსდევს, მძაფრ პირად ტრაგედიებს დროის პარადოქსებით აღბეჭდილი მოგონებები...

Avg Rating
4.35
Number of Ratings
20
5 STARS
60%
4 STARS
20%
3 STARS
15%
2 STARS
5%
1 STARS
0%
goodreads

Author

548 Market St PMB 65688, San Francisco California 94104-5401 USA
© 2026 Paratext Inc. All rights reserved