Margins
დროთა კავშირი - XX საუკუნის ქართული ფანტასტიკური მოთხრობები book cover
დროთა კავშირი - XX საუკუნის ქართული ფანტასტიკური მოთხრობები
2022
First Published
4.40
Average Rating
210
Number of Pages

კრებულში, “დროთა კავშირი”, 1967-1984 წლებში გამოცემული ქართული სამეცნიერო ფანტასტიკის გამორჩეული ნიმუშებია თავმოყრილი. აქ წაიკითხავთ ამბებს ხელოვნურ ტვინზე, რომლის გამოთვლებზეც მთლიანი კაცობრიობის ბედია დამოკიდებული; კოსმოსური მისიის სახიფათო თავგადასავალზე, რომელიც თავგანწირვის ისტორიას გვიყვება; უცხო ცივილიზაციის წარმომადგენელ ბოროტმოქმედებზე, რომელთა საქმიანობამ დედამიწელთა კულტურაზე წარუშლელი კვალი დატოვა; ქართველ გმირზე, რომელიც უტოპიურ სამყაროში ამოყოფს თავს; წარსულში მოგზაურობის ამბავზე, რომელიც სამეცნიერო გამოგონების არასწორ ხელებში ჩავარდნის საშიშროებას ამხელს; პოსტაპოკალიფსურ რეალობაზე, რომელიც ატომური იარაღის დამანგრეველი ძალის საზარელ შედეგს გვაჩვენებს; და ქართველ ექიმზე, რომელიც კოსმოსში მოგზაურობიდან დაბრუნებული, პოსტპანდემიურ დედამიწაზე ამოყოფს თავს. სამეცნიერო ფანტასტიკური ამბები მრავალფეროვან, ჩამთრევ ისტორიებს გვიყვებიან მოგზაურობაზე — იქნება ის დროში, კოსმოსში თუ ადამიანის შინაგან სამყაროში. თავად მათი კითხვაც ერთგვარი მოგზაურობაა გასული საუკუნის 60-80-იანი წლების საქართველოში. ეს უნიკალური კულტურული არტეფაქტები გვანდობენ იმას, თუ რაზე დარდობდნენ ან რაზე დარდი ევალებოდათ საბჭოთა რეჟიმის დაქვემდებარებაში მყოფი ქვეყნის შვილებს. სწორედ გულწრფელი განცდებისა და პარტიის მიერ ნაკარნახევი დირექტივების ეს უცნაური ნაზავი აქცევს კრებულს აუცილებელ საკითხავად ყველასთვის, ვინც საქართველოს უახლოესი წარსულით ინტერესდება.

Avg Rating
4.40
Number of Ratings
65
5 STARS
52%
4 STARS
37%
3 STARS
9%
2 STARS
2%
1 STARS
0%
goodreads

Authors

Nugzar Apkhazava
Nugzar Apkhazava
Author · 4 books
ნუგზარ აფხაზავა (1935-2003) ერთ-ერთი ყველაზე ნაყოფიერი ქართველი მწერალია სამეცნიერო ფანტასტიკის ჟანრში. პროფესიით ინჟინერ-გეოლოგი, ხოლო მოგვიანებით ფილოლოგი და ჟურნალისტი, მრავალი სამეცნიერო ფანტასტიკური კრებულის ავტორია.
Edisher Kipiani
Edisher Kipiani
Author · 3 books

1949 წელს დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი ინჟინერ-ჰიდროლოგიის სპეციალობით. ლიტერატურაში მისი სამწერლო დებიუტი ამავე ხანებში შედგა. პირველი ნაწარმოებები გამოაქვეყნა ახალგაზრდულ გაზეთებსა და „ნიანგში“. 1951 წელს ჟურნალ „დროშაში“ დაიწყო მუშაობა და სამუდამოდ დაუკავშირდა ლიტერატურას. ჟურნალების ფურცლებზე აქვეყნებდა უტყუარი ნიჭით აღბეჭდილ ნარკვევებსა და მოთხრობებს. მისი საქმიანი თვისებები — მომთხოვნელობა, პრინციპულობა, გემოვნება — სრულიად გამოვლინდა ჟურნალ „მნათობში“ პასუხისაგებ თანამდებობებზე მოღვაწეობისას. მკითხველმა შეიყვარა ამ უზადო ხელოვანის „მაღალი ჭერი“, „ათფურცლიანი რვეულები“, „გოგონა რომელსაც ზღვა უყვარს“, „მწვანე ფარდა“, „მეცხრე კარი“ და სხვა. განსაკუთრებულად წარმოჩნდა მწერლის ოსტატობა მის ბოლო ორ რომანში — „ცაში ასროლილი ქუდები“ და „წითელი ღრუბლები“. დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.

შოთა გაგოშიძე
შოთა გაგოშიძე
Author · 2 books

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი 1948 წელს. 1941–1945წწ. მონაწილეობდა II მსოფლიო ომში; 1948–1953წწ. იყო გაზეთ "ახალგაზრდა კომუნისტის" რედაქტორი; 1953 წელს ქუთაისის საოლქო გაზეთ "სტალინელის" რედაქტორი; 1953–1956წწ. ჟურნალ "საქართველოს კომუნისტის" განყოფილების გამგე; 1956–1957წწ. ჟურნალ "აგიტატორის" რედაქტორი 1957–1964წწ. საქართველოს კომუნისტური პარტიის აგიტაციისა და პროპაგანდის განყოფილების გამგის მოადგილე, ამავე განყოფილების გამგე 1964–1966 წლებში; 1966–1973წწ. ჟურნალ "საქართველოს კომუნისტის" რედაქტორი; 1973 წლიდან ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში; 1981 წლიდან ჟურნალისტიკის ისტორიის კათედრის გამგე; ლიტერატურისა და ჟურნალისტიკის ისტორიკოსი. ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი(1976), პროფესორი(1982). მიღებული აქვს საბრძოლო და სახელმწიფო ჯილდოები. წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.I.–თბ., 1997.–გვ.528 ჯილდოები, პრემიები და პრიზები

548 Market St PMB 65688, San Francisco California 94104-5401 USA
© 2026 Paratext Inc. All rights reserved