Margins
ENGLISH – როგორ ვისწავლე და როგორ ვასწავლიდი book cover
ENGLISH – როგორ ვისწავლე და როგორ ვასწავლიდი
2020
First Published
4.31
Average Rating
177
Number of Pages

გელა ჩარკვიანის ახალი წიგნი ანგლოფილის მასტერკლასია – იმ ბიჭის ამბავი, რომელმაც ჯერ კიდევ გასული საუკუნის 50-იან წლებში მიზნად დაისახა, სრულყოფილად შეესწავლა ინგლისური ენა; შეესწავლა ისე, რომ ამ ენაზე შეძლებოდა შეუცდომლად გამოეთქვა ყველაფერი, რასაც მშობლიურ ენაზე წერდა და ლაპარაკობდა, და ცოტა მეტიც. ავტორის დაკვირვებით, ეს რთული გზა აუცილებელ ჩვევათა გამომუშავებაზე გადიოდა, რაც ყოველდღიურად საათობით თავაუღებელ შრომას და მტკიცე ნებისყოფას მოითხოვდა. გელა ჩარკვიანი შთამბეჭდავად აღწერს თავისი მიზნისკენ სვლას – მარცხითა და შელახული თავმოყვარეობით აღძრულ დაუოკებელ სურვილს, რომ შეემეცნებინა ენის სული და ის კულტურული კონტექსტი, რასაც ეფუძნება ინგლისური ენა; ჯერ თვითონ შეესწავლა, შემდეგ კი თავისი უნიკალური მეთოდით სხვებისთვისაც ესწავლებინა ათეული წლების განმავლობაში. ეს წიგნი აუცილებელი საკითხავია მათთვის, ვინც ჯერ კიდევ ფიქრობს ინგლისურის შესწავლაზე, მათთვის, ვისაც ჰგონია, რომ უკვე შეისწავლა ენა, მათთვის, ვინც ასწავლის ინგლისურს და უფროსი კოლეგის ფასდაუდებელი რჩევა სჭირდება, და მათთვისაც, ვისაც უბრალოდ აინტერესებს საბჭოთა კავშირში დაბადებული კაცის ამბავი, რომელმაც უცხო ენა თავისი ცხოვრებისა და კარიერის მუდმივ, განუყრელ პერსონაჟად აქცია.

Avg Rating
4.31
Number of Ratings
35
5 STARS
49%
4 STARS
37%
3 STARS
11%
2 STARS
3%
1 STARS
0%
goodreads

Author

548 Market St PMB 65688, San Francisco California 94104-5401 USA
© 2026 Paratext Inc. All rights reserved