
ბრეტ ჰარტი (1836-1902) ცნობილი ამერიკელი პროზაიკოსია, რომელმაც თავისი მოთხრობებით გაითქვა სახელი. მათში ამერიკის დასავლეთის მცხოვრებლების ჩვეულებრივი თუ არაჩვეულებრივი ამბებია აღწერილი. მოთხრობები: "ზღვისპირელი", "მშფოთვარე ბანაკის ბედნიერება", "ახალი თანაშემწე", "უძღები შვილი", "სოლანოელი კაცი", "ტენესის კომპანიონი", "წეთელი კანიონის იდილია", "კალავერასელი ბრაუნი".