Margins
რეზო ჭეიშვილი profile picture
რეზო ჭეიშვილი
Author · 1 book

ქართველი კლასიკოსი მწერალი და დრამატურგი რევაზ (რეზო) ბენედიქტის ძე ჭეიშვილი (English: Rezo Cheishvili) დაიბადა 1933 წლის 24 აპრილს ქუთაისში. 1959 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი. პირველი ოთხი მოთხრობა გამოაქვეყნა 1958 წელს უნივერსიტეტის ალმანახ "პირველ სხივში". გამოცემული აქვს წიგნები: "ბზიანეთი", "ჩემი მეგობარი ნოდარი", "ცისფერი მთები", "ვაიმე, ჩემო ვენახო", "მუსიკა ქარში", "კუდიანი ვარსკვლავი", "დალი", "კვამლი" და სხვ. დაწერილი აქვს მრავალი რომანი, მოთხრობა, პუბლიცისტური ნაწარმოები. არის შოთა რუსთაველის სახელობის ლაურეატი. 2012 წელს კი მიიღო პრემია "საბა" ლიტერატურის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის. რეზო ჭეიშვილი წლების განმავლობაში თავმჯდომარეობდა რუსთაველის საზოგადოებას, იყო მწერალთა კავშირის მდივანი, სხვადასხვა პერიოდში კი კინოსტუდია "ქართული ფილმის" სასცენარო კოლეგიის წევრი, ჟურნალ "განთიადის" მთავარი რედაქტორი, ქუთაისის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი და დირექტორი. რეზო ჭეიშვილი არის რამდენიმე მოკლე და სრულმეტრაჟიანი ფილმის ("მზიანეთი", "ზღვის მგელი", "ავტოპორტრეტი", "ფედია", "ჩემი მეგობარი ნოდარი", "გამოაღეთ ფანჯრები", "გათენების წინ", "ჭიდაობას რა უნდა", "ექსპრეს-ინფორმაცია") სცენარის ავტორი. “ცისფერი მთების" მიხედვით კინორეჟისორმა ელდარ შენგელაიამ გადაიღო ამავე სახელწოდების ფილმი, რომელიც კინოკლასიკის შედევრად იქცა. 1992 წელს საქართველოს მწერალთა ყრილობაზე აირჩიეს მწერალთა კავშირის მდივნად, თავმჯდომარის პირველ მოადგილედ. 2000 წლიდან საქართველოს მწერალთა ლიტერატურული ფონდის თავმჯდომარე იყო. 1992–1995 წლებში აირჩიეს მესამე მოწვევის პარლამენტის დეპუტატად. 2015 წლის 11 სექტემბერს დამსახურებული ქართველი მწერალი, დრამატურგი, რუსთაველის პრემიის ლაურეატი რეზო ჭეიშვილი 82 წლის ასაკში გარდაიცვალა. დაკრძალულია მშბლიურ ქალაქ ქუთაისში, მწვანეყვავილას მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში. ჯილდოები, პრემიები და პრიზები: 2012 – ლიტერატურული პრემია "საბა", ლიტერატურის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის საქართველოს სახელმწიფო პრემია ღირსების ორდენი შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემია სსრკ სახელმწიფო პრემია ბიბლიოგრაფია: ქალაქში დინოზავრები დადიან (1967 წ.) ვაიმე ჩემო ვენახო (მოთხრობების კრებული) (1982 წ.) კუდიანი ვარსკვლავი (1999 წ.) სამი რომანი (2003 წ.) ცისფერი მთები (2006 წ.)

Books

548 Market St PMB 65688, San Francisco California 94104-5401 USA
© 2026 Paratext Inc. All rights reserved
რეზო ჭეიშვილი