
Part of Series
"პირდაპირ გეტყვი: ყველაზე სრულყოფილი და დიდებული, რაც კი შეიძლება ისურვოს და მოიპოვოს ადამიანმა, ღმერთთან სიახლოვე და მასთან ერთობაა. მაგრამ ცოტანი როდი არიან, რომელნიც ამბობენ, რომ ქრისტიანული ცხოვრების სრულყოფილება მარხვას, მღვიძარებას, მუხლდრეკას, შიშველ მიწაზე წოლას და მსგავს მკაცრ ხორციელ მოღვაწეობას ნიშნავს. სხვანი ფიქრობენ, რომ სრულყოფილებისთვის შინ მრავალგზის ლოცვის აღვლენა და ხანგრძლივი საეკლესიო მსახურებებია აუცილებელი. ისეთებიც არიან, რომელთა აზრითაც სრულყოფილება მხოლოდ ღრმა შინაგან ლოცვაში, განმარტოებაში, განდეგილობასა და მდუმარებაშია. უმეტესობა კი წესდებით დადგენილი ყველანაირი მოსაგრებითი ქმედების ზუსტი შესრულებით შემოსაზღვრავს სრულყოფილებას. არ იხრება რაიმე ზედმეტის ან ნაკლულოვანისკენ და სამეუფო გზით სვლას ესწრაფვის. თუმცა ყველა აქ ჩამოთვლილი სათნოება არ გახლავთ საწადელი ქრისტიანული სრულყოფილება, ისინი მხოლოდ მის მისაღწევად საჭირო ხერხი და საშუალებაა."
Author
